ნანა ადეიშვილი - „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიზანია ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, ინოვაციის წახალისება და რეგიონული განვითარება

09 ნოემბ 2023 0 570

   

„საქართველოს განვითარების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ნანა ადეიშვილმა ბიზნეს საზოგადოების მხრიდან ფონდთან თანამშრომლობის მიმართ დაინტერესების შესახებ ისაუბრა.

„ბიზნეს სექტორი „საქართველოს განვითარების ფონდთან“ ურთიერთობის მიმართ აქტიურ ინტერესს გამოხატავს. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში კაპიტალის ბაზრები განვითარებული არ არის და კომერციული ბანკების დაფინანსების პირობები არ არის მიმზიდველი ჩვენი პოტენციური პარტნიორებისთვის. შესაბამისად, ასეთი ფონდის არსებობა აუცილებელია. მეტიც, ეს არის პრაქტიკა, რომელსაც იყენებს თითქმის ყველა სახელმწიფო, განვითარებადიც და განვითარებულიც. მაგალითად აშშ-იც, სადაც ყველაზე განვითარებული ფინანსური ბაზრებია, არაერთი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი ჩართულია აშშ-ის ეკონომიკის, როგორც მაღალტექნოლოგიური სექტორების წახალისებაში, ასევე – რეგიონულ განვითარებაში. საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სახელმწიფო განვითარების ფონდები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ამოცანებისა და დარგების პრიორიტიზაციის მიხედვით, მაგრამ ყველას მიზანია ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, ინოვაციის წახალისება, და რეგიონული განვითარება. სწორედ ამიტომ არის ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი „საქართველოს განვითარების ფონდის“ მსგავსი ინსტიტუტების არსებობა“, განაცხადა ნანა ადეიშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ადეიშვილმა ფონდისთვის პრიორიტეტული დარგებისა და სექტორების შესახებაც ისაუბრა.

„ფონდის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრულია მისი წესდებით: მაღალტექნოლოგიური და ეკომეგობრული წარმოება, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები და იმპორტის ჩანაცვლება. ასევე, ინოვაციური პროექტების, სტარტაპების დაფინანსებაც ფონდის პრიორიტეტებს შორის რჩება. რაც შეეხება დარგებს, ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობ,ს ეკონომიკის, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე – ვერტიკალურ დივერსიფიკაციას, კონცენტრაციას გააკეთებს მაღალი მწარმოებლურობის წარმოებებზე და მომსახურებებზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განვითარების ფონდი, რომელიც ინვესტორებს გრძელვადიან დაფინანსებას სთავაზობს, ცხადია ამასთანავე, ის მომგებიანი უნდა იყოს“, განაცხადა ნანა ადეიშვილმა. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები