ავთანდილ ძაგანია
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი
ავთანდილ ძაგანია სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად 2023 წლის ივნისში დაინიშნა.
მას ფინანსური მომსახურებისა და საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. თავისი კარიერის მანძილზე მას ფინანსური მრჩევლის პოზიციები ეკავა:
საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია „PWC პარიზის“ ოფისის ფინანსური მრჩეველი (2000-2003);
თანამშრომლობდა საფრანგეთის წამყვან ფინანსურ და საინვესტიციო კომპანიებთან ბიზნეს განვითარების მიმართულებით (2017-2022).
ფლობს პარიზის საერთაშორისო დიპლომატიური აკადემიის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართულებით.
ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.