აქტივების მართვა

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აერთიანებს და მართავს საქართველოს სარკინიგზო ხაზებს (ჯამში 1,326 კმ და 114 სადგური) და მოძრავ შემადგენლობას, ახორციელებს სამგზავრო გადაყვანებსა და სატვირთო გადაზიდვებს. კომპანიის მოძრავი შემადგენლობა მოიცავს 139 ლოკომოტივს, 8,122 სატვირთო ვაგონს, 98 სამგზავრო ვაგონს და ა.შ.საქართველოს რკინიგზა არის უმსხვილესი დამსაქმებელი ქვეყნის მასშტაბით. 2012 წლის ბოლოსთვის საქართვეკოს რკინიგზაში დასაქმებულებთა რაოდენობამ 12,000 ადამიანს გადააჭარბა.
წილი: 100%
ჯამური აქტივები: 2.8 მილიარდი ლარი

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ბუნებრივი აირის იმპორტი, გაყიდვა და გაზსადენების გაქირავება. კორპორაციას გააჩნია ეროვნული ნავთობის კომპანიის იურიდიული სტატუსი და წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესებს ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირების კუთხით, წარმოების დაყოფის ხელშეკრულებების საშუალებით (PSA).
წილი: 100%
ჯამური აქტივები: 878.3 მილიონი ლარი

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა არის დისპეჩერიზაციის ლიცენზიის ექსკლუზიური მფლობელი, რომლის სერვისებით სარგებლობს 50-მდე კომპანია საქართველოში. კომპანია აწარმოებს ტექნიკურ კონტროლს მთლიან ელექტრო სისტემაზე, უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად. კომპანიას არ გააჩნია უფლება იყიდოს ან გაყიდოს ელექტროენერგია.
წილი: 100%
ჯამური აქტივები: 1 მილიარდი ლარი

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო)

ესკოს მთავარი ფუნქციებია:


  • საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა
  • გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა
  • საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება
  • საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიისა და სიმძლავრის მიწოდება-მოხმარების დაგეგმვის მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
წილი: 100%
ჯამური აქტივები: 33.8 მილიონი ლარი

თელასი

თელასის ძირითადი საქმიანობაა თბილისში ელ. ენერგიის დისტრიბუცია კომუნალური და კომერციული მომხარებლებისთვის. თელასის 75%-ის მფლობელია INTER RAO UES, ხოლო 24.53% არის საპარტნიორო ფონდის მფლობელობაში. დარჩენილი 0.47% ეკუთვნის კერძო პირებს. კომპანია ირიცხება ქართულ ბირჟაზე.
წილი: 24,5%
ჯამური აქტივები: 287.4 მილიონი ლარი