ჩვენს შესახებ

დავით საგანელიძე

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა 2015 წლის სექტემბერში. სანამ იგი ფონდის მენეჯმენტს შეუერთდებოდა, იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. დავით საგანელიძე 2012 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრად, კოალიცია „ქართული ოცნებიდან."  საგანელიძე ქართულ პოლიტიკაში 20 წელზე მეტია რაც მოღვაწეობს. იგი 1999 წლიდან, სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრია, სადაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომიტეტებს ხელმძღვანელობდა. 2013 წელს დავით საგანელიძე არჩეულ იქნა „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის" (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად. დავით საგანელიძეს აქვს მდიდარი გამოცდილება მენეჯმენტის, საფინანსო, ჯანდაცვის და ეკონომიკის კუთხით. თავისი კარირული მოღვაწეობის მანძილზე, საგანელიძე იყო „თი-ბი-სი" ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი, „საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ქართულ-ინგლისური სააქციო საზოგადოებაGHF-ის პრეზიდენტი და ასევე ქირურგად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. დავით საგანელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქირურგის სპეციალობით. ასევე დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი ეკონომიკის და მოგვიანებით იურისტის სპეციალობით. მოგვიანებით, დავით საგანელიძემ დაამთავრა მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, კლინიკური ორდინატურა-ასპირანტურის აბდომინალური ქირურგიის განყოფილება. იგი არის ათენის, ლონდონის და ბრაიტონის ბიზნეს სკოლების კურსდამთავრებული. დავით საგანელიძეს მინიჭებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. იგი არის ორი წიგნის და 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


უკან დაბრუნება