ჩვენს შესახებ

გიორგი ჩერქეზიშვილი

საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი

2005 წლიდან 2013 წლის ჩათვლით მუშაობდა სს „საქართველოს ბანკის" კორპორაციულ დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე: 2005-2006 წლებში – ბინზესის განვითარების მენეჯერად, 2006-2009 წლებში – ენერგეტიკის სექტორის წამყვანი ურთიერთობების მენეჯერად, ხოლო 2009-2013 წლებში – VIP ბანკინგის მომსახურების ჯგუფის დირექტორად. 2002-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეფორმების დეპარტამენტში წამყვან სპეციალისტად, 2001-2002 წლებში კი ევროკომისიის TACIS-ის პროექტში „ტექნიკური დახმარება კონტროლის პალატას", ადმინისტრაციულ ასისტენტად. გავლილი აქვს ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობების უმაღლესი ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების უნარ-ჩვევების განვითარების პროექტის (CABIR) სხვადასხვა კურსი. მათ შორის, 2011 წელს მიღებული აქვს ამავე პროგრამის ახალგაზრდა ლიდერთა ჯილდო. 1997-2003 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე საერთაშოროსო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. 2001 წელს მიენიჭა ბაკალავრის, ხოლო 2003 წელს მაგისტრის წოდება. ამჟამად არის გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნესის უმაღლესი სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის (საქართველო) ორგმაგი ხარისხის პროგრამის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრობის კანდიდატი.

უკან დაბრუნება