ჩვენს შესახებ

დავით კერესელიძე

ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი

დავით კერესელიძე სს „საპარტნიორო ფონდში“ 2012 წლიდან მუშაობს. მას, როგორც პროფესიით იურისტს, პირველ ეტაპზე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გენერალური მრჩევლის (სამართლებრივ საკითხებში) პოზიცია ეკავა, ხოლო შემდგეგ – ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. ბატონ დავითს სახელმწიფო სექტორში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობაში მას ეკავა მთავრობის კანცელარიის უფროსის, უფროსის პირველი მოადგილის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტები. იმავდროულად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კათედრაზე ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. ბატონ დავით კერესელიძეს მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება და სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.

უკან დაბრუნება