ჩვენს შესახებ

ვახტანგ კუპრავა

საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურის უფროსი

ვახტანგ კუპრავა ფონდში 2012 წლიდან მუშაობს. მანამდე ის მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში, სადაც მას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა. ბატონი ვახტანგი ასევე მუშაობდა ტელეკომპანიებსა და რადიო მაუწყებლობაში მთავარ პროდიუსერად. იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის საკითხებში (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახური, საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი). ბატონი ვახტანგი ფლობს მაგისტრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში, ბაკალავრის ხარისხს ფილოლოგიაში. მიღებული აქვს ვენის დიპლომატირი აკადემიის სერტიფიკატი ევროპისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, ასევე მინიჭებული აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

უკან დაბრუნება