ჩვენს შესახებ

გოგი კონტრიძე

აუდიტის სამსახურის უფროსი

გოგი კონტრიძე საპარტნიორო ფონდში მუშაობს 2012 წლის ნოემბრიდან აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მას აქვს ცხრამეტ წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოს საბანკო სექტორში წამყვან პოზიციებზე როგორც ფინანსური მენეჯმენტისა და ბიუჯეტირების კუთხით, ასევე ფილიალების ზედამხედველობის მიმართულებით. ბატონი გოგი ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის (PhD) ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და არის ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი 2006 წლიდან. გავლილი აქვს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ბანკირთა სერტიფიცირების და სტრატეგიული დაგეგმარების პროგრამები და არის ათზე მეტი აკადემიური ეკონომიკური სტატიის ავტორი.

უკან დაბრუნება