ჩვენს შესახებ

ნათია თურნავა

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

ფონდის დირექტორის მოადგილის პოსტის დაკავებამდე, 2013 წელს, ქალბატონი ნათია თურნავა 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა კერძო თუ საჯარო სექტორებში, იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და ჯგუფის შვილობილი კომპანიის (საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაცია) აღმასრულებელი დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით, 2007 წლიდან კორპორაციის გაყიდვები 55%-ით, ელექტროენერგიის გამომუშავება შვიდჯერ და სიმძლავრე თორმეტჯერ გაიზარდა. მსხვილ კორპორაციებში მოღვაწეობამდე ქ-ნ ნათიას ეკავა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი შვიდი წლის განმავლობაში და მონაწილეობდა იმ საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმების დიზაინსა და განხორციელებაში, რომლებმაც საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (2007 წ.) და მსოფლიოს პირველი რეფორმატორის სტატუსი (მსოფლიო ბანკი, 2006 წ.) განაპირობა. სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახური (1999 წ.), თბილისის საკრებულო (1998-2000 წწ.), სახელმწიფო კანცელარია (1997-1998 წწ.). ქ-ნ ნათია თურნავა ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს (1994 წ.), რომელსაც მოჰყვა მეცნიერ-მუშაკის სამუშაო საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტში (1994-1996 წწ.), ხოლო შემდეგ – ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები. ქ-ნ ნათია ამჟამად ეუფლება გაერთიანებული სამეფოს კამბრიის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას, არის 2014 წლის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის კანდიდატი.

უკან დაბრუნება