ჩვენს შესახებ

ვახტანგ ჯორბენაძე

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ვახტანგ ჯორბენაძის იურიდიულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორებს. იგი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების იურიდიულ დეპარტამენტებს, აგრეთვე მუშაობდა იურისტად იურიდიულ ფირმა „VBAT“ -ში და სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიაში. ბატონმა ვახტანგმა 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით სამართალმცოდნეობა, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მაგისტრის ხარისხი. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, 2011 წელს კი წარმატებით გაიარა პროფესიული კურსები საერთაშორისო-სამართლებრივ და სამხედრო-სამართლებრივ საკითხებზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საერთაშორისო-სამართლებრივი კვლევების ინსტიტუტში.

უკან დაბრუნება