„საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ-საქართველოს“ კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები დაესწრნენ. საწარმო სამედიცინო სექტორს სხვადასხვა სახის პროდუქციით უზრუნველჰყოფს. მისი ძირითადი მიმართულებებია: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად საქართველოში დამზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. ვრცლად: http://fund.ge/site/news/544