„საპარტნიორო ფონდი“ ოფიციალურად გახდა „ნენსკრა ჰიდროს" აქციონერი

17 იანვ 2018 0 2794

   

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტსა და „K-Water“-ის საპროექტო კომპანია „ნენსკრა ჰიდროს" წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრა შედგა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ოფიციალური დოკუმენტი სს „ნენსკრა ჰიდროს" აქციების სს "სპარტნიორო ფონდისათვის" გადაცემის განკარგულების შესახებ, რის საფუძველზეც სს „საპარტნიორო ფონდი“ ოფიციალურად გახდა სს „ნენსკრა ჰიდროს" აქციონერი. დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ და „ნენსკრა ჰიდროს" გენერალურმა დირექტორმა ბუონგ სეუბ ჩოიმ მოაწერეს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს. სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის ნენსკრა ჰესის მშნებელობის პროცესი დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“ პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1’200.00 გგვტ.სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის განვითარების ბანკი (KDB) მონაწილეობენ .

„K-Water“-ის შესახებ:

სამხრეთ კორეული წყლის რესურსების კორპორაცია „K-Water“-ი 20 მლრდ აშშ დოლარის ჯამურ აქტივებს ფლობს და მისი წლიური ბრუნვა 1.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. კორპორაცია 1967 წელს დაარსდა და უკვე ორმოცდაათი წელია ეროვნული წყლის რესურსებს მართავს და კორეის დიდი ნაწილს ამარაგებს, რითიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნავს. ასევე, კორპორაცია კაშხლებს, ნაპირდამცავს, წყალმომარაგების სისტემებს და ნაგებობებს ფლობს. გარდა სამხრეთ კორეისა, „K-Water“-ი საერთაშორისო პროექტებს ახორციელებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები