დავით საგანელიძე თურქეთის ელჩს შეხვდა

04 აპრ 2018 0 2861

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეს მეჰმეთ თაილან საბანერს შეხვდა.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და მისმა მოადგილემ ნათია თურნავამ  სტუმრებს ფონდის მუშაობის პრინციპები და მანდატი გააცნეს. ამასთანავე, ისაუბრეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. საქართველოში თურქეთის ელჩმა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს ბიზნეს-გარემო მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში, ამ მხრივ, დიდი პოტენციალია.

თურქულმა და ქართულმა მხარებმა სამომავლო თანამშრმომლობის შესახებ ისაუბრეს.  საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობას, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მეჰმეთ თაილან საბანერმა კი აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ახლო ურთიერთობა წარმატებული პარტნიორობის საწინდარია.   

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები