„საპარტნიორო ფონდში" საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

04 აპრ 2018 0 2721

   

„საპარტნიორო ფონდმა“ სოციალურ საწარმო „სტუდიო 47“-ს და მისი ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ფონდის მენეჯმენტმა და თანამშრომლებმა მიიღეს. 

საქველმოქმედო აქციაზე „სტუდიო 47“-ის ბენეფიციარების - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ სააღდგომოდ შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა საწარმოს ხელშეწყობასა და ბენეფიციარების საჭიროებებს მოხმარდება.   

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები