დავით საგანელიძე: „საქართველოს ტურისტული პოტენციალი ქვეყნის განვითარების ერთერთი მთავარი საყრდენია“

04 ივნ 2018 0 2505

   

„საქართველოში სასტუმროების მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციებით, „საპარტნიორო ფონდს“ ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ საქართველოს თითოეული რეგიონის ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - ეს განცახდება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ  „Welcome to Georgia!“-ს ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით იმართება, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი ესწრება.

კონფერენცია საუკეთესო ბიზნეს პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ სუბიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ დისკუსია გამართონ ტურიზმის როლზე მსოფლიო ეკონომიკაში, დარგის გამოწვევებსა და საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე საქართველოს კონკურენტული უპირატესობების შესახებ.

დავით საგანელიძემ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა: „„საპარტნიორო ფონდი“ სერიოზულად მუშაობს ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყნის უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენს ქვეყანას რეალურად გააჩნია ტურისტული პოტენციალი და ეს მიმართულება არის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთერთი მთავარი საყრდენი. აღსანიშნავია, რომ ტურიზმით მიღებული შემოსავლებით ყველაზე მეტ სარგებელს  რეგიონის მოსახლეობა იღებს. ჩვენ ვცდილობთ, წამოვწიოთ საქართველოს მხარეებისა და ქალაქების უნიკალური კულტურულ-გეოგრაფიული მახასიათებლები და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ვზრუნავთ რეგიონების განვითარებაზე, მათ შორის, სამთო-საკურორტო და სპა-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კონკურენტუნარიანს ხდის მსოფლიო მასშტაბით“.

დავით საგანელიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ „საპარტნიორო ფონდი“ აქტიურად იღებს მონაწილეობას ტურიზმის ინდუსტიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაში და ამ მიზნით, პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობს.

ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციის პანელში „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია იღებს მონაწილეობას. დისკუსია ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის აქტუალურ საკითხებს შეეხება. გიორგი დანელიამ აქცენტები გააკეთა ტურიზმის სექტორში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტების, კერძო სექტორთან თანამშრომლობის, დარგში არსებული გამოწვევებისა და  ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შესახებ.

კონფერენცია  პროექტის თანადამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.  

სადისკუსიო პანელზე სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები, ბაზრის წამყვანმა პროფესიონალებმა  გააკეთეს  პრეზენტაციები მასპინძლობის სფეროში არესბული საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოების შესახებ, აგრეთვე ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობაზე ტურიზმის სფეროში. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები