ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ გრძელდება

16 ივნ 2018 0 2635

   

ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ გრძელდება. რუხის სავაჭრო ცენტრმა Bavaria-ს ლუდის ფესტივალს უმასპინძლა.

ფესტივალი მონაწილეებისთვის მრავალფეროვან სანახაობასა და სიურპრიზებს მოიცავდა. სხვადასხვა პრიზებთან ერთად ფესტივალზე ბავარიის  სამშობლოში, ამსტერდამში მოგზაურობის სრული პაკეტი გათამაშდა. ღონისძიების ფარგლებში, ჯგუფ „ვაკის პარკის“ კონცერტი გაიმართა.

რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს მართავს. ერთთვიანი ფესტივალი 15 ივლისამდე გასტანს.

რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები,  მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.

„რუხის სავაჭრო ცენტრში ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს დაისვენოს, გაერთოს და მისთვის საინტერესო აქტივობებში ჩაერთოს. თქვენ გელოდებათ პოპულარული ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები: ველოდებით, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ტურისტებს და ფესტივალზე დასწრების მსურველებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. იმედი მაქვს ეს მრავალფეროვანი ფესტივალი რეგიონში ზაფხულის  მთავარი მოვლენა იქნება. ფეხბურთის გულშემატკივრებს კი ექნებათ შესაძლებლობა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ადევნონ თვალი და უგულშემატკივრონ დიდ ფეხბურთს დიდ ეკრანზე“, განაცხადა რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორმა დავით მაჭავარიანმა.

რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის შესახებ:

სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას  სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის  საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და დღეს რეგიონის ერთერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს.

 იხილეთ ვრცლად ინფორმაცია რუხის სავაჭრო ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: რუხის სავაჭრო ცენტრი / rukhi trading centre

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები