ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში, შეჯიბრება წყვილთა რბოლაში „რუხი გრან-პრი 2018“ გაიმართა

03 სექტ 2018 0 2548

   

„საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანია „რუხის სავაჭრო ცენტრის“ მიერ ინიცირებული ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ დასრულდა. ფესტივალი შეჯიბრებით წყვილთა რბოლაში „რუხი გრანპრი –2018“ დაიხურა.

ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე „რუხის სავაჭრო ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული ფესტივალის ერთერთი მიზანი ენგურს მიღმა მოსახლეობასთან კონტაქტების გაღრმავება და „რუხის სავაჭრო ცენტრის“ სერვისებთან ხელმისაწვდომობის გააქტიურებაა.

ფესტივალის ფარგლებში, რბოლა „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, „თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციისა“ და შსს-ს  მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი "MIA-FORCE"-ის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრებაში გამარჯვება ევროპის ჩემპიონმა ძარიან ავტომობილებში  დათა ქაჯაიამ მოიპოვა.

რბოლაში მონაწილეობა 12-მა ლიცენზირებულმა (პროფესიონალმა) ქართველმა ავტომრბოლელმა მიიღო. მათ შორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლეგენდის კლასში კონსტანტინე კოლიაშვილმა, საქართველოს 3 გზის ჩემპიონმა ლეგენდის კლასში არჩილ ბიძინაშვილმა,  საქართველოს და კავკასიის ჩემპიონებმა აღმართის დაძლევაში, საქართველოს ჩემპიონებმა და ექს-ჩემპიონებმა საავტომობილო სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში:  დავით ხაჩიძემ, გიორგი არჯევანიძემ, შოთა ბაბილოძემ, ოთარ თავართქილაძემ, ირაკლი ჩხეიძემ, გიორგი პირიევმა,  ალექსანდრე ლომაძემ, ბორის საყვარელიძემ.

შეჯიბრებას წყვილთა რბოლაში ადგილობრივი გულშემატკივარები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ასევე, რეგიონის სპორტული კლუბების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალს, ასევე, სტუმრობდნენ ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორები, ასევე,  ფესტივალზე დასწრების მსურველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

შეჯიბრება  წყვილთა რბოლაში „რუხი გრანპრი – 2018“-ის მხარდამჭერი კომპნიები იყვნენ: „ლიბერთი ბანკი“, „თეგეტა მოტორსი“,  „ლიდერბეთი“, სადაზღვევო კომპანია „პრაიმი“, „ლუკოილი“ და კომპანია „არგო“.  

ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“  დასრულდა. ფესტივალმა ზაფხულის განმავლობაში მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება გაიმართა.

ფესტივალი „გზა ერთობისკენ რუხი – 2019“ მომავალ წელს გაიმართება და რეგიონში ზაფხულის ერთერთი მთავარი მოვლენა გახდება.

რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის შესახებ:

სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალ ფუნქციური სავაჭრო ცენტრი „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი, ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და რეგიონის ერთერთ მაშტაბურ ცენტრს წარმოადგენს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები