ჩეხეთის ექსპორტის საკრედიტო სააგენტო EGAP „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობას გეგმავს

13 სექტ 2018 0 2065

   

ჩეხეთის უმსხვილესი სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს EGAP-ის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე მარეკ დლოჰი „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებს საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

მარეკ დლოჰი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ნათია თურნავას, ფინანსურ დირექტორს გიორგი ციმაკურიძეს, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორს გიორგი დანელიასა და რისკების მენეჯმენტისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსს კონსტანტინე ჭანტურიას შეხვდა.

ევროპაში ერთერთი ლიდერი ფინანსური მომსახურების სააგენტო EGAP-ი, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ფართო ფინანსური პროდუქტების სპექტრს სთავაზობს, საქართველოში „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენების, საინტერესო ბიზნეს პროექტების გამოვლენისა და მათი დაფინანსების გზების მოძიების, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და იმ ფინანსური პრუდუქტების განვითარების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც ქვეყანაში ექსპორტიორებს ფინანსირებისა და ადგილობრივ და საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე გაფართოების საშუალებას მისცემს.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ, ჩეხეთის ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს EGAP-ის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეს მარეკ დლოჰის, ექსპორტის დაკრედიტების კუთხით, ფონდში მიმდინარე სამუშაო პროცესი გააცნო და ამ მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ ესაუბრა.

მხარეებმა შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ ჩართულობით, ქართულ-ჩეხური ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელების შესაძლელობების, პროექტების ფინანსირების საშუალებების გაზრდისა და სადისკუსიო პლატფორმების დამკვიდრების აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს.

„საპარტნიოო ფონდის“ წარმომადგენლების განცხადებით, ფონდის ჩართულობა ქართულ-ჩეხურ საინვესტიციო პროექტებში ჩეხეთიდან შეღავათიანი ფინანსური რესურსების მოზიდვას გაამარტივებს.

 ჩეხეთის ექსპორტის საკრედიტო სააგენტო  EGAP-ის შესახებ:

 EGAP-ი არის ჩეხეთის უმსხვილესი საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩეხეთის რესპუბლიკის საქონლისა და მომსახურების ექსპორტთან დაკავშირებულ საკრედიტო დაზღვევას პოლიტიკური და კომერციული რისკებისგან. EGAP-ი  აერთიანებს საკრედიტო სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს და მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს: ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით საკრედიტო დაზღვევა, დოკუმენტური დაკრედიტება, ფაქტორინგული ოპერაციები, ფინანსური გარანტიები; ზოგადად, პროდუქტებს, რომლებიც დაკავშირებულია  ექსპორტიორი კომპანიების საკრედიტო რისკების დაზღვევასა და ამ რისკების გადანაწილებასთან. კორპორაცია უზრუნველჰყოფს სადაზღვევო მომსახურებას ჩეხეთსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. EGAP-ი 1992 წელს დაარსდა და იგი მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სააქციო საზოგადოებაა.  

 

 

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები