„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ეწვია

28 სექტ 2018 0 2253

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ძია სიაო ფანგი მიიღო.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოს სამკურნალო კურორტებითა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალით ინტერესდება.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და სპორტული და აქტიური ტურიზმის გლობალური ტრენდები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში ჩინელი ტურისტების მოზიდვისთვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხს შეეხო.

ჩინეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოს რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა და „საპარტნიორო ფონდთან“ ამ მიმართულებით, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა გამოთქვა.

მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, ჩინელი სპეციალისტები სამედიციო ტურიზმის დარგში მომუშავე ქართველ კოლეგებს გადაამზადებენ და საერთაშორისო დონის კვალიფიკაციის მიღებაში დაეხმარებიან.

მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს შორის, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის გაღრმავების საკითხის შესახებ იმსჯელეს და ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

ფონდში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები