„საპარტნიორო ფონდი“ ქართველ და აფხაზ სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება

20 დეკ 2018 0 231

   

„საპარტნიორო ფონდს“,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი  „საპარტნიორო ფონდში“ მოეწერა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველ და აფხაზ სტუდენტებს, მემორანდუმის თანახმად, „საპარტნიორო ფონდი“ განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას მისცემს. უმაღლესი სასწავლებელის ქართველ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს, მათ შორის, აფხაზებს, საშუალება ქნებათ „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიებში სტაჟირების პროგრამით განსაზღვრული პრაქტიკა გაიარონ. მოეწყობა საჯარო ლექციები.

„საპარტნიორო ფონდი“ მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველ და აფხაზ სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, პროფესიულ ზრდასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ეს მნიშვნელოვანია არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ, იმ ბიზნეს კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს ეძებენ,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფო უნივეტსიტეტისადმი არის დამოკიდებულება კონკრეტულად აფხახეთის თემისადმი, რაც საბოლოო ჯამში  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისაკენ გადადგმული ნაბიჯია“', აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.

სამმხრივი მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ფონდის  ინიციატივით გაფორმდა. ფონდის მიზანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური, სამეცნიერო-ტექნიკური, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებაა. ფონდი ამ მიმართულებით, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები