დავით საგანელიძემ კონფერენციაში "ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვს" მიიღო მონაწილეობა

22 იანვ 2019 0 564

   

„ჩინეთის, როგორც სწრაფად მზარდი ეკნომიკისა და უზარმაზარი ბაზრის მქონე  ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და  თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები დიდ და ახალ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მეწარმეებს. მოხარული ვარ, რომ „საპარტნიორო ფონდს“ თავისი წვლილი შეაქვს საქართველო-ჩინეთს შორის ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებასა და ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობაში. ქართველ მეწარმეებს ჩინეთის მილიარდნახევრიანი ბაზრის კარი ეხსნებათ და ეს ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია“, ეს განცხადება დავით საგანელიძემ კონფერენციაზე „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

კონფერენცია „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოსთვის ჩინეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. კონფერენციის მიზანი ჩინეთში გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგების გაცნობა და საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დასახვა იყო. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები