ნინო ჩოლოყაშვილი: „„საპარტნიორო ფონდის“ შუამდგომლობით, ქართველი მეწარმეები ჩინეთის ბაზარზე შეღავათებით ისარგებლებენ“

29 იანვ 2019 0 309

   

საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკის“ საგამოფენო სივრცის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, საგამოფენო სივრცეში სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს პავილიონი მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს საექსპორტო და ტურისტულ პოტენციალს გასცნობოდნენ.

„ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკის“ მიზანია ჩინეთში იმპორტირებული პროდუქციის პლატფორმის-თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რომელიც იმპორტიორებს სპეციალური ტარიფებითა და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

„საპარტნიორო ფონდის“ შუამდგომლობით, ქართულ კომპანიებს სამი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ გამოიყენონ პროდუქციის საგამოფენო სივრცეები, ასევე, ქართველი მეწარმეები დამატებით, სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისების შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ“, განაცხადა ნინო ჩოლოყაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა შეხვედრები გამართა ქალაქ ჩაუხუს პარტიის პირველ მდივანთან, ქალაქ ჩაუხუს მერთან, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელებთან და პროვინციის უმსხვილესი სუპერმარკეტის ქსელის დამფუძლებლებთან.

ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარზე შეღავათიანი პირობებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ჩინეთში ოიციალური ვიზიტის დროს „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკში“ გამართულ შეხვედრზე იქნა მიღებული. შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდსა და „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიულ პარკს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 2018 წლის ნოემბერში მოეწერა.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები