„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს!“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

29 იანვ 2019 0 2275

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს!“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დავით საგანელიძემ საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის პერსპექტივების, საექსპორტო პოტენციალისა და საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის შესახებ ისაუბრა.

კონფერენცია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეკონომიკური გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, საექსპერტო წრეებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე განსახილველი თემები იყო: საქართველო, როგორც რეგიონული ჰაბი; გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები; ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში;  დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის განვითარება; მეწარმეობისა და ინოვაციების როლი  ეკონომიკურ ზრდაში; საქართველოს რეგიონული განვითარების ახალი ხედვა; მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები; ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის; საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის პოტენციალის ანალიზი: მიღწევები და გამოწვევები; მწვანე ეკონომიკა – ეკონომიკური განვითარების მოდელი საქართველოსთვის; საქართველოს ტურისტული პოტენციალი: ახალი ბაზრებისა და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია.  

ვრცლად: 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები