„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ტოკიოში იაპონურ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები გააცნო

15 მარ 2019 0 2430

   

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ საქართველო-იაპონიიის ერთობლივ ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ბიზნეს ფორუმს იაპონიის დედაქალაქმა ტოკიომ უმასპინძლა. ფორუმს ორი ქვეყნის მთავრობების, საფინანსო ინსტიტუტებისა და იაპონიის უმსხვილესი კომპანიების 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

ფორუმი  საქართველს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ქართული კომპანია.

„საპარტნიორო ფონდის" მხრიდან, ფორუმში მონაწილობა ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ, მისმა მოადგილე გიორგი დანელიამ და ფონდის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ციმაკურიძემ მიიღეს.

საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმის მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, იაპონურ ბაზარზე პოზიციონირება, ინვესტიციების მოზიდვა,  ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალის გამოყენება, ქართული პროდუქციის  იაპონიის ბაზრისთვის შეთავაზება, საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კონკურენტული სავაჭრო დერეფნისა და ლიბერალური ბიზნეს გარემოს უპირატესობების გაცნობა იყო.

ერთობლივ ბიზნეს ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის პრეზიდენტი იასუში აკაჰოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია. ფორუმზე პრეზენტაციები გამართეს  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა, ასევე, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმოადგენლებმა.

საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ გამართა და აქცენტი ინვესტორებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ხელმისაწვდომიბის შესაძლებლობებზე გააკეთა. იაპონურმა მხარემ საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების, განსაკუთრებით კი საქართველოს ინოვაციური სტარტაპ პროექტებიის მიმართ გამოთქვა.

„იაპონიასთან, ჩინეთთან, კორეასთნ, სინგაპურთან და, ზოგადად, აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის უკვე სერიოზული ნაბიჯები იდგმება. მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი, ნიშნავს, იმას, რომ ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური და სხვა მიმართულებებით ისეთი ინვესტიციები შემოვა, როგორებიც 21 საუკუნეში განსაკუთრებით საინტერესო და ნიშვნელოვანია. მართალია, აღმოსავლეთის ქვეყნებში საქართველოდან 100-მდე დასახელების პროდუქტი გადის ექსპორტზე, თუმცა, ექსპორტის ზრდისა და მსხვილ ბაზრებზე დასამკვიდრებლად წარმოების მოცულობის გაზრდაა საჭირო“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საქართველო და რეგიონული ეკონომიკის განვითარება იაპონური კომპანიებისთვის ბიზნეს შესაძლებლობების შესაქმნელად“-ეს იყო მთავარი განსახილველი თემა იაპონელ ბიზნესმენებთან გამართულ გაცნობითი სახის შეხვედრებზე. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საგანმანათლებლო, კულტურული, ტურისტული და  სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, აქცენტები გაკეთდა ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ საქართველო-იაპონიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ გამოფენას დაესწერო. გამფენა სახელწოდებით, „საქართველო- ღვინის სამშობლოა“ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ იაპონიაში ცნობადობის გაზრდის მიზნით გაიმართა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები