კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგო სფეროში ინვესტირებისთვის „საპარტნიორო ფონდს“ ესაუბრება

18 აპრ 2019 0 2134

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფონდში კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანიის  „Nebras Power“-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ხალიდ მოჰამედ ჯოლო და დირექტორის მოადგილე ბიზნესის განვითარების საკითხებში, ფაისალ ობაიდ ალ სადიყი მიიღო.

კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანიის  „Nebras Power“ საქართველოში ვიზიტის მიზანი საქართველოს ენერგოსექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა და კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხილვაა.

კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებისთვის მოლაპარაკებებს „საპარტნიორო ფონდთან“ მართავს. ფონდში გაართულ შეხედრაზე მხარეებმა ქვეყნის ენერგოსექტორის მიმართულებით, საინვესტიციო პროექტები განიხილეს და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. „Nebras Power“-ი თბოელექტროსადგურების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოთქვამს და ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებს გეგმავს.

კატარის სახელმწიფო კომპანიის წარომადგენლებს „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ფონდის მანდატი და საქმიანობა გააცნო. ფონდის ხელმძღვანელმა  კომპანია  „Nebras Power“-ის წარმომადგენლებს ენერგო სექტორში ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.   

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები