„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებით ჰონგ-კონგელი და იაპონელი ინვესტორები დაინტერესდნენ

11 ივნ 2019 0 133

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჰონგ-კონგისა და იაპონიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღო.  ოფიციალური დელეგაციის წევრები „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო პროექტებით ინტერესდებიან.

ფონდში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა დელეგაციის წევრებს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობასა და საინვესტიციო მიმართულებით, ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობებზე. 

დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში გატარებული ფუნდამენტური რეფორმების წყალობით, საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა თავისი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებსა და თანამეგობრობის წინაშე, შესაბამისად, სხვადასხვა სფეროში უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველო  ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად იქცა რეგიონში.

ჰონგ-კონგისა და იაპონიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და საინვესტიციო წინადადებების დეტალურად გაცნობის სურვილი გამოთქვეს. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები