„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაში მიიღო მონაწილეობა

11 ნოემბ 2019 0 2469

   

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე დამსწრე საზოგადოებას „საპარტნიორო ფონდისა“ და ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია „Kohl and Partner“-ის მიერ ერთობლივად შემუშავებული „წყალტუბოს განვითარების კონცეფცია“ გააცნო.   

„კონცეფცია წყალტუბოს კონკურენტუნარიანობისა და ბაზრის ანალიზს, კურორტის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან ხედვას მოიცავს. ის ეფუძნება კვლევას, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა კურორტის ტერიტორიული განვითარებისა და ზონირების გეგმა,  საინვესტიციო სტრატეგია და განისაზღვრა სავარაუდო ინვესტიციის მოცულობა. სასტუმროების განვითარებასთან ერთად, კონცეფცია მოიცავს აბაზანების, სარეკრეაციო ზონებისა და სავაჭრო ცენტრების განვითარებას“, აღნიშნა ნინო ჩოლოყაშვილმა პრეზენტაციისას.                

წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვას არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ბიზნეს წრეების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.    

წყალტუბოს აღორძინების ინიციატივა, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, მისივე განცხადებით, „Kohl and Partner“-ის კონცეფციას დაეყრდნობა. შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ წყალტუბოს განვითარების კონცეფცია ავსტრიულ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად, მთავრობის დავალებით, 2015 წელს შეიმუშავა. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები