„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

18 ნოემბ 2019 0 2934

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი  დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში, ერევანში  იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, დავით საგანელიძე  სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს  შეხვდა. შეხვედრა  სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

მხარეებმა  სომხეთ–საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გარმავების, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების პერპექტივების, ამ მიმართულებით ფონდის, როგორც სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის როლის შესახებ ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს, ერთობლივი წარმატებული პროექტების განხორცილებისთვის საქართველოს  მხრიდან, ევროპასთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებისა და სომხეთის მხრიდან, სამხრეთის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების მნიშვნელობას.

 შეხვედრას სომხეთში საქართველოს ელჩი და ანალოგიური საფინანსო  ინსტიტუტის, „სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის“  ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

„ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ. საქართველო და სომხეთი პატარა ქვეყნები არიან და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სინერგიის არსებობა და ურთიერთობების განმტკიცება. ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი და ეს შესაძლებლობები ერთობლივი, მასშტაბური ბიზნესპროექტების განსახორციელებლად უნდა გამოვიყენოთ. ასეთი პარტნიორობით ხელს შევუწყობთ საქართველოსა და სომხეთის   ეკონომიკურ განვითარებას“, აღნიშნა დავით საგანელიძემ.

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი  სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ტიგრან ხაჩატურიანს შეხვდა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ოფიციალურ შეხვედრაზე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სომხეთ–საქართველოს  შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის „საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის საქმიანობის  მნიშვნელობას. ასევე, ისაუბრა ორივე ქვეყნისთვის გამოცდილებების ურთიერთგაზიარებისა  და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მნიშვნელოვან და სასარგებლო როლზე.

დავით საგანელიძემ  ერევანში  ოფიციალური ვიზიტისას  საქმიანი შეხვედრა გამართა სომხეთში ანალოგიური საფინანსო  ინსტიტუტის „სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის“  ხელმძღვანელ დავიდ ფაფაზიანთან  და ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან; აგრეთვე, მოინახულა რამდენიმე მასშტაბური სასაწყობე და ლოგისტიკური  ცენტრი.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები