„საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, ჩინეთში იმპორტირებული პროდუქციის ინდუსტრიის გამოფენაზე საქართველოს კუთხე მოეწყო

16 იანვ 2020 0 2689

   

ჩინეთის ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის დირექტორმა თამარ პატაშურმა ჩინეთის ანხუეის პროვინციის დედაქალაქ ხ’ფეიში  გამართულ იმპორტირებული  და ადგილობრივი პროდუქციის   გამოფენასა და ანხუეის იმპორტირებული პროდუქციის ინდუსტრიის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.   

საერთაშორისო ფორუმის მთავარი თემას წარმოადგენდა იმპორტირებული საკვები პროდუქტის გავლენა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ღონისძიების ფარგლებში, თამარ პატაშურმა შეხვედრა გამართა ანხუეის პროვინციის საკვები პროდუქტების ინდუსტრიული პარკის პრეზიდენტთან და „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტთან იანგ სიასთან. იანგ სიამ  აღნიშნა, რომ მათი და „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის ერთობლივი მიზანია მცირე და საშუალო კომპანიების ხელშეუწყობა ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებაში.     

„საპარტნიორო ფონდი ქართველ მეწარმეებს ჩინეთის 1,3-მილიარდიან ბაზარზე დამკვიდრებაში ეხმარება. ქართული ალკოჰოლური სასმელებისა და ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციისთვის, ფონდის მხარდაჭერით, ჩინეთის სხვადასხვა საერთაშორისო საგამოფენო სივრცე ქართულ კომპანიებს არაერთხელ დაეთმოთ. ამჟამად ანხუეის პროვინციის ინდუსტრიული პარკის საგამოფენო სივრცეში განთავსებულია ქართული პროდუქცია და მოწყობილია ქართული კუთხე. ეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ქართველ მეწარმეებს კიდევ ერთი შანსი უჩნდებათ, ახლა უკვე ანხუეის პროვინციაში  საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ“, აღნიშნა  ჩინეთში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის დირექტორმა თამარ პატაშურმა. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივითა და „აწარმოე საქართველოს“ შუამდგომლობით, ხ’ფეიში (ჩაუხუ) იმპორტირებული პროდუქციის ინდუსტრიის საგამოფენო სივრცეში სპეციალურად გადმოტანილ იქნა ტრადიციული ქართული ორნამენტებით დამზადებული სადეკორაციო სახლები, სადაც გრძელვადიანად იქნება წამოდგენილი ქართული პროდუქცია, გამოფენის სტუმრებს კი ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცემათ.    

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები