რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრი ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას  სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის  საშუალება მისცა

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. 

რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და დღეს რეგიონის ერთერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს

  • შენობების საერთო ფართი: 10 000 მ2
  • განაშენიანების ფართობი: 5 ჰა
  • საინვესტიციო მოცულობა: 15 მლნ ლარი
  • დასაქმებულია 200 ადამიანი