საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ-საქართველოს“ კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის  პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის  წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის  ავტორები  დაესწრნენ. საწარმო  სამედიცინო სექტორს სხვადასხვა  სახის პროდუქციით  უზრუნველჰყოფს.  მისი ძირითადი მიმართულებებია: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად  საქართველოში დამზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. ვრცლად: http://fund.ge/site/news/544