საქართველოში ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ATC გაიხსნა. ქარხნის მშენებლობას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი დოლარია. საწარმო კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს ამზადებს. პროდუქციას საწარმო მიაწვდის „Boeing“-ს, „Airbus“-ს, „Bombardier“-ს და სხვა. ვრცლად: http://fund.ge/site/news/405