სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში პირველად, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ აღდგენითი თერაპიისთვის რევოლუციური ტექნოლოგიები დაინერგება

30 აპრ 2019 0 2443

   

სამედიცინო ტურიზმის განვთარების მიზნით „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ მედიცინის გამაჯანსაღებელ ცენტრში აღდგენითი თერაპიისთვის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები დაინერგება.

გადაწყვეტილება სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ჩატარდა. კონფერენციაში სახელწოდებით „XXI საუკუნის სარეაბილიტაციო ტექნოლოგიური ინოვაციები“ მონაწილეობა სამედიცინო დარგში საქართველოს და საერთაშორისო აკადემიური წრეების 120-მდე წარმომადგენელმა, ასევე, მსოფლიოში აღიარებულმა სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ, იტალიის მაღალინტენსიური ლაზერული მაღალინტენსიური თერაპიული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია “Asalaser“ და ანტიგრავიტაციული სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი  წამყვანი ამერიკული კომპანია “Alter Ge“.

კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესახებ იმსჯელეს. ტურუსტების მოზიდვის მიზნით, აქცენტი გაკეთა საქართველოში არსებულ სამკურნალო კურორტებსა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მსოფლიო გამოცდილებით ყველა ცნობილ საკურორტო ზონაში წამყვანი ადგილი სამედიცინო სპა კომპლექსებს უჭირავს. მათი მოწყობა და თანამედროვე დონეზე ფუნქციონირება შეუძლებელია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე. საუბარია სამკურნალო სამედიცინო აპარატურით რეაბილიტაციისა და აღდგენითი თერაპიის სრულ კურსზე.

კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორები სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ და  „დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი“ არიან აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიუხედავად ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დაავადებების შემდგომი რებილიტაცია.

მსოფლიოში არსებული სარეაბილიტაციო  ინოვაციური ტექნოლოგიებით (მაღალინტენსიური ლაზერი, რობოტიზირებული მრავალტალღოვანი ლაზერი, უახლესი მაგნიტოთერაპია და დარტყმითტალღოვანი თერაპია, ანტიგრავიტაციული აღდგენითი თერაპია და სხვ.)   „დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის“ შემდეგ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ მედიცინის გამაჯანსაღებელი ცენტრი აღიჭურვება.

კონფერენციაზე საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიების წამყვანმა მწარმოებელმა კომპანიბმა უახლესი თანამედროვე სამედიცინო მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო აპარატურა წარმოადგინეს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები