„საპარტნიორო ფონდსა“ და განსუს პროვინციის ლოგისტიკურ ცენტრს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

15 აპრ 2021 0 2526

   

„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის განსუს პროვინციის ქალაქ უვეის ლოგისტიკურ ცენტრს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ორმხირივი პროექტების განვითარებას, განსაკუთრებით, ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო კორიდორის გამოყენებას და საქართველოს გავლით, ჩინეთის მოცულობითი ტვირთების ევროპაში ტრანსპორტირებას. 

„საქართველო სტრატეგიული ფუნქციების ზრდის პარალელურად კვლავ იბრუნებს ევროპისა და აზიის კარიბჭის მნიშვნელობას უზარმაზარი პოტენციალით. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ევროპის, დსთ-ს ქვეყნებისა და ჩინეთის დამაკავშირებელი ჰაბი. მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის განსუს პროვინცია არის ჩინეთის სარკინიგზო ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც უზრუნველჰყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული სარკინიგზო გადაზიდვების ძირითადი ნაკადების მომსახურებას. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელშეკრულება საწინდარი იქნება იმისა, რომ  უმოკლეს დროში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გათვალისწინებით, ავამოქმედოთ ტრანსსასაზღვრო კორიდორი საქართველოს გავლით, ჩინეთიდან ევროპისაკენ. ვფიქრობ, „საპარტნიორო ფონდსა“ და ქალაქ ვუვეის ლოგისტიკურ ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ორივე ქვეყნისთვის და „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივისათვის“ მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმი გახდება, განსაკუთრებით ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო გზის ამუშავებისა და დატვირთვის ჭრილში,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძემ, ასევე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა კიდევ ერთ დოკუმენტს - საქართველოს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყებს რეგიონებს შორის მრავალპროფილური ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარებას.  

განსუს პროვინცია აქტიურად თანამშროლობს საქართველოსთან საგანმანათლებო და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, დიდ ინტერესს გამოთქვამს, გახდეს საქართველოს სარკინიგზო პარტნიორიც. ასევე, პროვინცია მზად არის, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ქართული პროდუქციის  რელიზაციის გაზრდას ჩინურ ბაზარზე და „საპარტნიორო ფონდს“ უფასოდ სთავაზობს სასაწყობო-სადისტრიბუციო სივრცეს განსუს პროვინციის ქალაქ უვეის თავისუფალ ინდუსტრიულ საბაჟო სივრცეში.  

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარში განსუს პროვინციიდან სამუშაო ჯგუფი ეწვია საქართველოს და ჩაატარა სიღრმისეული და დეტალური მოლაპარაკებები ორმხრივი ინტერესის თანამშრომლობის პროექტებზე. ზაფხულში კი, საქართველო ლანჭოუს საინვესტიციო ონლაინ ფორუმზე მასპინძელი ქვეყნის რანგში წარდგა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს ონლაინ პავილიონი ადგილობრივი კომპანიების გამორჩეული პროდუქციით. აღსანიშნავია, რომ განსუს პროვინციის ადგილობრივი მთავრობა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „საპარტნიორო ფონდს“ ეპიდემიის პერიოდში უსასყიდლოდ გამოუგზავნა ყველაზე მნიშნველოვანი და აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის, პირადეები, რესპირატორები და სამედიცინო ხალათები. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები