„საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ინდივიდუალური მოგება 3.7 მლნ ლარია, ხოლო საოპერაციო - 9.8 მლნ ლარი

27 დეკ 2021 0 1474

   

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ,  ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ  „საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის  ფინანსური აუდიტი  დაასრულა, დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის შემოსავლები 16%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება თითქმის გაორმაგდა და 213 მილიონ ლარს გაუტოლდა.   

მიუხედავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით „საპარტნიორო ფონდის“ შეზღუდული  საინვესტიციო  აქტივობისა და პანდემიისა, რომელმაც ყველა ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა, ფონდმა 2020 წელი მოგებით დაასრულა. „საპარტნიორო  ფონდის“  წმინდა მოგებამ 3.7 მლნ ლარი, ხოლო საოპერაციო მოგებამ - 9.8 მლნ ლარი შეადგინა.    

მოგეხსენებათ, ფონდის კონსოლიდირებული ანგარიშგება გულისხმობს როგორც ფონდის, აგრეთვე - მისი შვილობილი კომპანიების „გაერთიანებულ“ ანგარიშგებას. აღსანიშნავია, რომ კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული  ხარჯები რომ არა, 2020 წელს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, წმინდა მოგება 133.8 მლნ ლარი დაფიქსირდებოდა.  

შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან  დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება $2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა $300 მილიონი აშშ დოლარია - ანუ ფონდმა შეძლო, მის მიერ საშუალოდ ინვესტირებულ 1 აშშ დოლარზე $8 აშშ დოლარის ოდენობის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოეზიდა. „საპარტნიორო ფონდის“ საშუალო ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე კი შეადგენს 15%-ს. ფონდის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფონდი ყოველწლიურად საშუალოდ 17 მლნ ლარის ინვესტიციებს ახორციელებს და დაახლოებით 20.5 მლნ ლარის უკუგებას იღებს ინვესტიციებიდან. ზემოაღნიშნული ინვესტიციები განხორციელდა ფონდის მიერ 2018 წლამდე დამტკიცებული პროექტების ფარგლებში.        

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და ფონდში შემავალ სახელმწიფო შვილობილ კომპანიებში დასაქმებულია 15,000-მდე თანამშრომელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდის პროექტებისა და მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით ყოველწლიურად ბიუჯეტში 200 მლნ  ლარზე მეტი შედის.    

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG-ის დასკვნის მიხედვით, 2019 წელი „საპარტნიორო ფონდმა“ 70.9 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, მათ შორის, 44 მილიონი ლარი ფონდის საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა მოგება იყო.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები