„საპარტნიორო ფონდს“ იაპონიაში საქართველოს ელჩი ეწვია

16 აგვ 2022 0 1021

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა მიიღო.

ფონდში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი ისტორიული, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. დავით საგანელიძემ და ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ ელჩს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა, სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები და ფონდის მანდატი გააცნეს.

იაპონიაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ აღნიშნა, რომ მისთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა და ამ მხრივ, „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ელჩმა აღნიშნა, რომ იაპონელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი სულ უფრო მზარდია. მხარეებმა სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და ენერგეტიკის მიმართულებით, ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.     

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები