„საპარტნიორო ფონდმა“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნების იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

29 სექტ 2022 0 1296

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნების 73-ე იუბილესთან დაკავშირებით, ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ვიდეო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა, საქართველოს საგარეო მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ და სხვებმა.

გამომსვლელებმა ჩინელ ხალხს სახელმწიფოებრიობის დღე მიულოცეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული განსაკუთრებული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ

„საქართველოსა და ჩინეთს შორის საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობა არსებობდა. აბრეშუმის გზაც სწორედ საქართველოზე გადიოდა, ამიტომ მჯერა, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საუკუნის პროექტის ფარგლებშიც, ჩვენი ქვეყნები მიაღწევენ მაქსიმალურ შედეგებს საერთო კეთილდღეობისთვის.

მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს, ამ ერთი შეხედვით პატარა ქვეყანას მართლაც უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია. დღეს საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად წარმოადგენს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინს, გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სატრანსპორტო მიმართულება ევროპაში ტვირთების გადასაზიდად. ასე რომ, ჩვენი ინფრასტრუქტურაც, ახალი მოთხოვნების შესაბამისად, სწრაფი ტემპით ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთის სხვადასხვა პროვინციის მთავრობებთან და კერძო კომპანიებთან,“ აღნიშნა ,,საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები