ირაკლი ნაჭყებია

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

ირაკლი ნაჭყებია ფონდის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს 2024 წლიდან.

იგი 2021-2023 წლებში იკავებდა ფონდის პროექტების მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობას, ხოლო 2017-2020 წლებში მუშაობდა ფონდის პროექტების მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოდგილის თანამდებობაზე.

ირაკლი ნაჭყებიას საბანკო სექტორში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს. 2005-2009 წლებში მუშაობდა სს „სტანდარტ ბანკში“ (შემდგომში სს „კორ სტანდარტ ბანკი“) სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესისა და კორპორატიული დაკრედიტების მიმართულებით. 2010-2013 წლებში იგი იკავებდა სს „ბითიეი ბანკის“ საკრედიტო რისკების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობას.

მას აქვს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, 2013-2017 წლებში იგი მუშაობდა ქ. სეულში, კორეის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ფინანსურ მენეჯერად.

2004 წელს ირაკლი ნაჭყებიამ წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, ხოლო 2006 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა. მინიჭებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.