ახალი შესაძლელობა სტუდენტებისთვის. „საპარტნიორო ფონდისა და თსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ სტაჟირებას 15-ი სტუდენტი გადის

14 აგვ 2018 0 3546

   

„საპარტნიორო ფონდსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის თხუტმეტი სტუდენტი სტაჟირებას „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გადის.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ტურიზმის სფეროში სასტუმროს სერვისის მიმართულებით სტაჟირების შემდეგ შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია თსუ-ს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულ განათლებას აძლევს, „საპარტნიორო ფონდი“ კი მათ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს.

„საპარტნიორო ფონდის“ მიზანია, მომავალში  ტურიზმის ინდუსტრიაში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდნენ სპეციალისტები, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება ექნებათ მიღებული, რაც ამ სექტორში სერვისის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს. კვლევები ცხადჰყოფს, რომ ამ პროფესიის ადამიანის მაღალი ანაზღაურებით დასაქმების შანსი მაღალია, თუმცა, დაინტერესების მიუხედავად, სტუდენტების დიდმა ნაწილმა ნაკლებად იცის, თუ რას სთავაზობს ტურიზმის მიმართულებით მას ადგილობრივი ბაზარი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ 13-დან 27 აგვისტოს ჩათვლით სტაჟირებას გაივლიან. ეს არის მათთვის ახალი შესაძლებლობა და შანსი ამ სფეროში დასაქმების გარანტიისთვის“, განაცხადა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის მემორანდუმს ხელი ამა წლის 5 ივლისს მოეწერა. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიებში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას გაივლიან. 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები