ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის „განვითარების ეროვნული ბანკის“ დირექტორ , ტომაშ ნიდეტცკთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

11 იანვ 2024 0 635

   

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის  „განვითარების ეროვნული ბანკის“ (Národní Rozvojová Banka) დირექტორ, ტომაშ ნიდეტცკისთან (Tomáš Nidetzký) ელექტრონულ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კონკრეტული სამომავლო  საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროპიდან. აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღვოდა ბესიკ ბუგიანიშვილის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან, პეტრ კუბერნატთან.

ტომაშ ნიდეტცკიმ ბესიკ ბუგიანიშვილს და ზოგადად, საქართველოს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც „საქართველოს განვითარების ფონდს“ შესაძლებლობას მისცემს გახდეს „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის“ (European Long-Term Investors Association) წევრი; ეს კი თავის მხრივ, ფონდს გზას გაუხსნის ევროკავშირის ქვეყნების განვითარების ფონდებთან და ბანკებთან თანამშრომლობისკენ.

ზემოაღნიშნულ შეხვედრას ფონდის მხრიდან ესწრებოდნენ „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვაზილ ჰუდაკი და ფონდის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი- იოსებ მამუკელაშვილი.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები