აგურის ქარხანა

სტატუსი:
მიმდინარე პროექტი
პროექტის ღირებულება:
$3.2 მლნ

„საქართველოს განვითარების ფონდის“, 100-წლიანი გამოცდილების ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტესა“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეს“ მხარდაჭერით, კასპში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. აგურის ქარხანა ყოველწლიურად 120, 000 ტონა აგურს გამოუშვებს. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

პროექტი მრავალწლიანი ევროპული გამოცდილებისა და ქართული აგურის წარმოების ტრადიციული მეთოდების შერწყმას, უმაღლესი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის ადგილობრივი,  მომავალში კი საერთაშორისო ბაზრისთვის მიწოდებას გულისხმობს. მეტეხის კერამიკული პროდუქციის ქარხანა აღიჭურვება პარტნიორი  ესპანური კომპანიის თანამედროვე საწარმოო ხაზებით, დანადგარებით და ტექნიკით. გამოყენებული იქნება კასპის რაიონში არსებული სააგურე თიხის კარიერები. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა.