09:10
„საპარტნიორო ფონდმა“ და მისმა შვილობილმა კომპანია „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა“ პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა სარებილიტაციო პროგრამების შესახებ, დარგის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გამართეს. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გამართულ შეხვედრაზე „ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული უნიკალური სარეაბილიტაციო პროგრამები წარადგინა.
15:10
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აზიის წყლის მეორე საერთაშორისო კვირეულის ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას გლობალური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავებისთვის.
16:25
„საპარტნიორო ფონდს“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დელეგაცია ეწვია, საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის, პიტერ ვიბლერის ხელმძღვანელობით.
17:25
„საპარნტიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა. ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების საფუძველზე, „ბორჯომი ლიკანი“ დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო 4 სეზონის ტიპის სასტუმრო მთაში“.
11:10
„საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის უშუალო ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსთვის თხევადი ჟანგბადის 8-ტონიანი ავზი და მისი დამხმარე მოწყობილობები შეიძინა და კლინიკას საჩუქრად გადასცა.
14:45
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, აშშ-ის ბაზრისთვის მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის „Lost Eden“-ის პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე წარმატებით იმკვიდრებს ფეხს. ღვინის შესახებ ცნობილი გამოცემა „The New York Times“-ი სტატიას აქვეყნებს.
15:30
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (CIIE) გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
11:20
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური აუდიტი დაასრულა, რომლის მიხედვით, ფონდის წმინდა მოგებამ 2019 წელს 70.9 მილიონი ლარი შეადგინა.
10:10
„საპარტნიორო ფონდი“ საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო აქციას განაგრძობს. COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო პირბადეები „Faceguard“-ი და ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი პირბადეები გადასცა.
10:05
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, ხობში ფუნქციონირებას იწყებს კომბინირებული საკვების საწარმო, რომელიც პროდუქციას ცხოველის, ფრინველის, თევზისა და ლოკოკინისთვის გამოუშვებს.