17:30
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ „დიდი ოთხეულის“ წევრმა KPMG-მ „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური აუდიტი დაასრულა, რომლის მიხედვით, ფონდის წმინდა მოგებამ 2021 წელს 134.9 მილიონი ლარი შეადგინა.
17:10
„საპარტნიორო ფონდის“ აღამსრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში სლოვაკეთის რესპუბლიკის ექსპორტისა და იმპორტის ბანკის დელეგაცია მიიღო.
14:35
„საპარტნიორო ფონდმა“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნების იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
16:45
შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ საწესდებო კაპიტალში „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილი 90%-იანი წილიდან 50%-იანი წილი საჯარო აუქციონის შედეგად, გასხვისდა.
14:30
საპარტნიორო ფონდს „Qatar Investment Authority“-ის დელეგაცია ეწვია. ფონდში გამართულ გაცნობით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა გიორგი ხელაიამ და ვახტანგ ჯორბენაძემ, ასევე, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხორავამ.
18:15
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა მიიღო.
18:15
14:25
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო.
18:45
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჭოუ ციენი მიიღო.
17:25
გვსურს, გავაკეთოთ განმარტება „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანილი საკითხის შესახებ, რომელსაც ბუნებრივია, მედიის დაინტერესება მოჰყვა. მოგეხსენებათ, ფონდის რეფორმირებაზე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა, სამწუხაროდ, რეალური ნაბიჯები წინა წლებში არ გადადგმულა. მივესალმებით ფაქტს, რომ დღევანდელი მთავრობისთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია. ფონდის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო კომპანიების გადაცემა შესაბამისი სტრუქტურებისთვის. ბოლო პერიოდში ენერგეტიკული ობიექტები უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. ამ დროისათვის ფონდის მფლობელობაში დარჩა „საქართველოს რკინიგზა“ და „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, რომელთა გადაცემაც ასევე იგეგმება, თუმცა, ამ სახელმწიფო კომპანიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, არის მთელი რიგი საკითხები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფო გავიდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოდან და ის დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი პირებით, რაც ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს.