„საქართველოს განვითარების ფონდი“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

12 მარ 2024 0 1354

   

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის მენეჯმენეტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.

მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება. აღნიშნულ ფორმატში ბესიკ ბუგიანიშვილმა სავალუტო ფონდის მისიას „საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმნეტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გააცნო. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა „საქართველოს განვითარების ფონდში“ რეფორმის შედეგად განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე, საინვესტიციო პრიორიტეტებსა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, და ამ კუთხით, მისიას მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„საქართველოს განვითარების ფონდსა“ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები