„საქართველოს განვითარების ფონდის“ დელეგაციამ ბრიუსელსა და ლუქსემბურგში „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის“ (ELTI ) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამართულ ფორუმებში მიიღო მონაწილეობა

12 თებ 2024 0 349

   

„საქართველოს განვითარების ფონდის“ დელეგაცია  საქმიანი ვიზიტით ბრიუსელში და ლუქსემბურგში იმყოფებოდა და  „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის“ (ELTI ) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ მაშტაბურ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, საინვესტიციო და განვითარებს ბანკების ხელმძღვანელები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფონდის დელეგაციის შემადგელობაში იყვნენ  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  დავით საგანელიძე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვაზილ ჰუდაკი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი  ბესიკ ბუგიანიშვილი  და ფონდის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი იოსებ მამუკელაშვილი.

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფორუმი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ნადია კალვინომ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით  მონაწილეებს ლუქსემბურგის  პრემიერ მინისტრმა   ლუკ ფრიდენმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიმართა.  EIB-ის ფორუმის  მთავარი თემები  არსებული გამოწვევების ფონზე ევროპის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები,  მდგრადი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, კლიმატის ცვლილებებით არსებული გამოწვევები, მწვანე და ციფრულ ტექნოლოგიებში ინოვაციების ხელშეწყობა იყო.

ფორუმის ფარგლებში ფონდის დელეგაციამ  შეხვედრები გამართა „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ დირექტორთან გაფართოებისა და ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან  ურთიერთობის საკითხებში, ლიონელ რაპაილთან, ევროპის საინვესტიციო ფონდის დირექტორის მოადგილესთან, როჯერ ჰავენიტთან, „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ კერძო კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელთან, მეთიუ დუკორუასთან, ტექნიკური დახმარების მიმართულების დირექტორთან, ჯოის ლიანთან და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს საჯარო სექტორის მიმართულების ხელმძღვანელთან, რაფალ რიბაცკისთან.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში „საქართველოს განვითარების ფონდის“    დელეგაციამ   ასევე მონაწილეობა მიიღო ბელგიის სამეფოს ქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის და „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის“ (ELTI) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში სახელწოდებით „დაფინანსების ჩავარდნების აღმოფხვრა“, რომელსაც   ევროკავშირის ქვეყნების განვითარების ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის ფორმატში, „საქართველოს განვითარების ფონდის“     დელეგაციის წევრებმა  შეხვედრა  გამართეს იტალიის სახელმწიფო საინვესტიციო ორგანიზაციის Casa Depositi e Prestiti SpA (CDP) დირექტორ, დარიო სკანაპიეკოსთან. მხარეებმა ფონდსა და  CDP-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. 

გამომდინარე იქიდან, რომ დარიო სკანაპიეკო  ამჟამად არის ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის (ELTI ) პრეზიდენტიც,  შეხვედრაზე  მხარეებმა ასევე  განიხილეს „საქართველოს განვითარების ფონდის“ ELTI-ში გაწევრიანების შესაძლებლობები.  საქართველოს  ევროკავშირის წევრობის კანდიტატის სტატუსის გათვალისწინებით,  ფონდს  აქვს შესაძლებლობა უახლოეს მომავალში გახდეს ELTI-ს ასოცირებული წევრი.  ეს კი თავის მხრივ „საქართველოს  განვითარების ფონდს“  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების  უფრო გაღრმავებისა და   ევროპიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები