„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში მანქანათმშენებლობის ინდუსტრიაში ჩართული ჩინური კომპანიების დელეგაცია მიიღო.

29 ნოემბ 2017 0 3027

   

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში მანქანათმშენებლობის ინდუსტრიაში ჩართული ჩინური კომპანიების დელეგაცია მიიღო.

შეხვედრას ჩინური მხრიდან CHINA XIANGYANG AUTO CO. LTD-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლი ჟანგ იე. ქალაქ სიანიანის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (HUBEI) გენერალური მენეჯერი ლი შენი და ხუპეის პროვინციის ქალაქ სიანიანის ვიცე მერი ჭან სიაო ფანი ესწრებოდნენ.
„საპარტნიორო ფონდში“ გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში მანქანათმშნებლობის წარმოების შექმნის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.

ჩინურ მხარეს ქვეყნის ინდუსტრიულ სფეროში ინვესტირების სურვილი აქვს და საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

CHINA XIANGYANG AUTO CO. LTD სატრანსპორტო საშუალებებს აწარმოებს, რომელიც ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში გამოიყენება. კომპანია ასევე აწარმოებს თანამედროვე ტიპის მუნიციპალურ ტრანსპორტს და სხვადასხვა სახის გადაადგილების საშუალებებს. კომპანია საქმიანობაში საერთაშორისოდ აღიარებულ მოწინავე ტექნიკასა და მეთოდებს იყენებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები