14:25
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო.
18:45
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჭოუ ციენი მიიღო.
17:25
გვსურს, გავაკეთოთ განმარტება „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანილი საკითხის შესახებ, რომელსაც ბუნებრივია, მედიის დაინტერესება მოჰყვა. მოგეხსენებათ, ფონდის რეფორმირებაზე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა, სამწუხაროდ, რეალური ნაბიჯები წინა წლებში არ გადადგმულა. მივესალმებით ფაქტს, რომ დღევანდელი მთავრობისთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია. ფონდის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო კომპანიების გადაცემა შესაბამისი სტრუქტურებისთვის. ბოლო პერიოდში ენერგეტიკული ობიექტები უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. ამ დროისათვის ფონდის მფლობელობაში დარჩა „საქართველოს რკინიგზა“ და „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, რომელთა გადაცემაც ასევე იგეგმება, თუმცა, ამ სახელმწიფო კომპანიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, არის მთელი რიგი საკითხები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფო გავიდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოდან და ის დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი პირებით, რაც ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს.
12:36
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ვიდეო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
12:10
„საპარტნიორო ფონდს“ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ
14:10
„საპარტნიორო ფონდის“ განცხადება
13:50
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ „საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ფინანსური აუდიტი დაასრულა, დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის შემოსავლები 16%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება თითქმის გაორმაგდა და 213 მილიონ ლარს გაუტოლდა.
16:50
„საპარტნიორო ფონდის“ დირექტორმა, დავით საგანელიძემ, ფონდის რეორგანიზაციის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (,,აფბა“) ინიციატივით, „აფბასთან“ შეხვედრა გამართა.
10:10
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სს „ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის“ ადმინისტრაციულმა მენეჯერმა გიორგი სიმონგულაშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად, ხონში ჩაის განვითარების პროექტისა და ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
19:05
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იმამურა აკირა მიიღო.