საპარტნიორო ფონდს ებრაული კომპანია GREEN HORIZON-ი ეწვია

01 ნოემბ 2016 0 1973

   

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ებრაული კომპანია GREEN HORIZON-ის წარმომადგენლები მიიღო. კომპანია GREEN HORIZON-ი საქართველოში მეცხოველეობის კომპლექსის მშენებლობას და რძისა და რძისპროდუქტების წარმოების სფეროში ინვესტირებას გეგმავს. GREEN HORIZON-ი ცნობილი ებრაული კომპანიაა, რომელიც ისრაელსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით ოპერირებს. კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს მეცხოველეობის დარგში, როგორც გენეტიკის გაუმჯობესების, ასევე, გამოსავლიანობის გაზრდის კუთხით. შეხვედრაზე კომპანია GREEN HORIZON-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Ephy Yerushalmy-მა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს საინვესტიციო წინადადება გააცნო და ფონდთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და პარტნიორული ურთიერთობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები