SU MARKETS საპარტნიორო ფონდში

29 ოქტ 2016 0 1679

   

საპარტნიორო ფონდს ეწვია რუმინულ-თურქული კომპანია SU MARKETS, რომლიც საქართველოში ინფრასტრუქტურულის სექტორში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლებმა ფონდს ლოჯისტიკის ცენტრის პროექტი გააცნეს და როტშილდების ფონდის (LTD Edmond De Rothschild) სახით პოტენციური დამფინანსებელი წარუდგინეს. რუმინულ-თურქული კომპანია საქართველოში ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული. საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები თებერვალში SU MARKETS-ის მიწვევით იმყოფებოდნენ რუმინეთში, სადაც სამაცივრე მეურნეობები დაათვალიერეს და კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. SU MARKET წარმოდგენს თურქულ რუმინულ კომპანიას, რომელიც 2005 წლიდან ერთდროულად ახორციელებს ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობებსა და მართვას. კომპანია ბუქარესტში ფლობს და მართავს 100 000 კვ.მ-ზე განთავსებულ რუმინეთის ერთ ერთ ყველაზე დიდ ხილისა და ბოსტნეულის სავაჭრო ცენტრს. კომპანიას გააჩნია როგორც კერძო ინვესტორებთან ასევე მთავრობასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები