საპარტნიორო ფონდი Berne Union-ის ასოცირებული წევრი გახდა

27 ოქტ 2016 0 1851

   

სს „საპარტნიორო ფონდი" ბერნის კავშირის (Berne Union) ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის, პრაღის კლუბის ასოცირებული წევრი გახდა. 23-25 ოქტომბერს ლისაბონში პრაღის კლუბის კომიტეტის ყოველწლიურ შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ და ფონდის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ჭანტურიამ წარადგინეს. პრაღის კლუბში გაწევრიანება უკავშირდება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საპარტნიორო ფონდის მიერ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნის პროექტს. პრაღის კლუბში წევრობა საშუალებას მისცემს საპარტნიორო ფონდს დაამყაროს ახალი კავშირები კლუბის წევრი ქვეყნების ექსპორტ-იმპორტ ბანკებთან და ექსპორტის საკრედიტო და სადაზღვევო ორგანიზაციებთან, ითანამშრომლოს მათთან საქართველოში ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ჩამოყალიბების და განვითარების მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი საინფორმაციო ბაზის გამოყენებას, სხვადასხვა საკრედიტო-სადაზღვევო პროდუქტის განვითარებას, რეგიონალური ვაჭრობის მხარდაჭერის მექანიზმების შემოღებას და სხვა მრავალ მიმართულებას. ბერნის კავშირი (Berne Union) დაარსდა 1934 წელს საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის კერძო და სახელმწიფო საექსპორტო საკრედიტო სადაზღვევო კომპანიების მიერ. თავის მხრივ პრაღის კლუბი ბერნის კავშირმა დააფუძნა 1993 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, ახალი და ახლადგანვითარებული ექსპორტის, კრედიტის და ინვესტიციის დამზღვევი კომპანიებისათვის. პრაღის კლუბის წევრები თავიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უწყებები იყვნენ, მაგრამ შემდეგ მათ შემოემატა წევრები აფრიკიდან და აზიიდან.პრაღის კლუბი წარმოადგენს ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის ეფექტურ ფორმატს კლუბი ეხმარება წევრებს თავიანთი ექსპორტის, კრედიტის, და ინვესტიციის დაზღვევის სქემებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამჟამად პრაღის კლუბი აერთიანებს 38 წევრს სხვადასხვა ქვეყნიდან. რომლებმაც 2014 წელს 21.9 მლრდ დოლარის ექსპორტი დააზღვიეს. კლუბის საქმიანობაში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ექსპორტის მხარდამჭერი ორგანიზაციები, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ექსიმბანკები, აფრიკის რეგიონალური ექსპორტის დაზღვევის ორგანიზაცია, ტაილანდის ექსიმბანკი და სხვა. ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს პროექტი საპარტნიორო ფონდმა დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინა. პროექტის მიხედვით სააგენტო ექსპორტიორებს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: მიმდინარე ხარჯების დაფინანსება; ფაქტორინგი და საკრედიტო დაზღვევა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები